8006 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1C47078S გამოქვეყნდა 25 აგვ 8 ნახვა

Maintenance მონაცემებისა და გაყიდვების სპეციალისტი

Tronixer via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Tronixer" საქართველოსა და ევროპაში სამსხვრევ-დამხარისხებელი კომპლექსებისა და ბეტონის კვანძების ინდუსტრიისთვის ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი წამყვანი მომწოდებელია. ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ბრენდებთან და ვემსახურებით 100-ზე მეტ ინდუსტრიულ მომხმარებელს სამთო-მოპოვებითი, კარიერული და სამშენებლო მასალების სექტორებში.

"Tronixer" მზარდი კომპანიაა, სადაც ფასდება ინიციატივა, წახალისებულია პროფესიული განვითარება და სათანადოდ ჯილდოვდება მიღწევები.

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ Maintenance მონაცემებისა და გაყიდვების სპეციალისტს, რომელიც იმუშავებს Maintenance სისტემაში, მონიტორინგს გაუწევს კლიენტების ტექნიკის მდგომარეობასა და ნაწილების ექსპლუატაციის ისტორიას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრავს ნაწილების შეცვლის საჭიროებასა და ვადებს.

პოზიცია აერთიანებს ტექნიკურ მონაცემებთან მუშაობას, კლიენტებთან კომუნიკაციას და ნაწილის შეკვეთის პროცესში ჩართულობას.

ძირითადი მოვალეობები:

** Maintenance სისტემაში მომხმარებელთა ობიექტებისა და ტექნიკის მონიტორინგი და მონაცემების განახლება; ** ტექნიკურ პერსონალთან კომუნიკაცია ტექნიკის მდგომარეობისა და ნაწილების ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად; ** ნაწილების შეცვლის ისტორიისა და მოსალოდნელი ვადების სისტემაში ასახვა და მონიტორინგი; ** მონაცემებში გამოვლენილი შეუსაბამობების ტექნიკურ გუნდთან გადამოწმება და ინფორმაციის განახლება; ** შესყიდვებისა და ლოჯისტიკის გუნდებთან კოორდინაცია ნაწილის ხელმისაწვდომობისა და მიწოდების ვადების დასადასტურებლად; ** კლიენტის საჭიროების დადასტურება და შეკვეთის გაფორმების პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულების ბოლო კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული - მექანიკის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით; ** ტექნიკური სფეროს მიმართ ინტერესი და პროცესების სწრაფად გააზრების უნარი; ** კომუნიკაციის ძლიერი უნარები; ** სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ; ** სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.

სამსხვრევ, კარიერულ ან მსგავს სფეროში გამოცდილება საჭირო არ არის - საჭირო ცოდნასა და სისტემებზე სრულ ტრენინგს უზრუნველყოფს Tronixer.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას + შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს; ** პროდუქტისა და Maintenance სისტემის სრულ ტრენინგს; ** პროგნოზირებაზე დაფუძნებული Maintenance პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** საერთაშორისო მომწოდებლებთან და ინდუსტრიულ მომხმარებლებთან მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე HR@tronixer.com-ზე 4 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითოთ "Maintenance Data & Sales Specialist".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Tronixer
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა