მოლარე-ბარისტა
კომპანია "გურმე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს სტუმრების ხარისხიან მომსახურებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების მიღება და თავაზიანი მომსახურება;
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება;
- ყავისა და სხვა სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტებით;
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის დაცვა;
- გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სისუფთავისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ
- თბილ, მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი და საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი: თბილისი, საბურთალო, კარტოზიას ქ. 10
- ტელეფონი: +995 598 45 19 30
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ მითითებულ ნომერზე.