ფილიალის მენეჯერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ამბროლაურის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 1800 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში I თვე- 1600, II თვე- 1700, III თვიდან -1800)
ფუნქცია-მოვალეობები
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი;
- დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება;
- ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/hFJupVed