7810 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1EN5VY84 გამოქვეყნდა 31 აგვ 2 ნახვა

აღმასრულებელი ასისტენტი

FK DEVELOPMENT გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

FK Development აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ბათუმი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"FK Development“ არის ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციურ და მაღალი ხარისხის საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში. კომპანია ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც შეუერთდება გუნდს და დირექტორს გაუწევს მაღალი დონის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები: - დირექტორის ყოველდღიური სამუშაო პროცესისა და საოპერაციო საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა; - შეხვედრებისა და ზარების დაგეგმვა და დირექტორის სამუშაო კალენდრის მართვა; - ოფიციალური მიმოწერის წარმოება, მათ შორის ელფოსტების, წერილებისა და დოკუმენტაციის მართვა; - დირექტორის მიერ დავალებული ამოცანების შესრულება და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი; - საოფისე ადმინისტრაციული პროცესების მართვა; - საოფისე მარაგების კონტროლი და მომწოდებლებთან კოორდინაცია; - გუნდის წევრების მივლინებების ორგანიზება, მათ შორის ავიაბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; - გუნდში შიდა კომუნიკაციის კოორდინაცია; - კომპანიის დოკუმენტაციის მოწესრიგება, ორგანიზება და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უცხო ენების კარგი ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა სავალდებულოა; - ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები; - მოწესრიგებულობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ: - ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს; - მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ კულტურას; - სტაბილურ დასაქმებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
FK DEVELOPMENT
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა