პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

1EWE0B1Y გამოქვეყნდა 13 ნოე 1 ნახვა

პროექტების მართვის სამსახურის უფროსი

Construction Service

Construction Service

Construction Service გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 12 დეკ

შპს „Construction Service“ წარმოადგენს სამშენებლო და საწარმოო სფეროში მოქმედ კომპანიას, რომლის საქმიანობა მოიცავს მასშტაბური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, აგრეთვე ლითონკონსტრუქციების წარმოებას საკუთარ საწარმოში.

კომპანია ეძებს კვალიფიციურ და გამოცდილ პროფესიონალს პროექტების მართვის სამსახურის უფროსის (Head of Project Management) პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სამშენებლო პროექტების ტექნიკურ ხელმძღვანელობას, სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლს, ასევე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებსა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან.

პოზიცია განკუთვნილია სამშენებლო სფეროს გამოცდილი ინჟინრისთვის, რომელსაც გააჩნია ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობის პროექტების მართვის, სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელობის პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი/რუსთავი, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე ობიექტებზე გასვლით სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: www.cs.ge

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სამშენებლო პროექტების ტექნიკური ხელმძღვანელობა მოსამზადებელი ეტაპიდან ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე;
  • სამუშაოთა წარმოების პროექტის, კალენდარული გრაფიკებისა და რესურსების (მუშახელი, ტექნიკა, მასალები) გეგმების შემუშავება და დამტკიცებული გრაფიკის შესრულების მონიტორინგი;
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოთა მოცულობების უწყისის (BoQ) ტექნიკური შემოწმება, შეუსაბამობების გამოვლენა და მათი შეთანხმება პროექტის ავტორთან და დამკვეთთან;
  • საობიექტო გუნდების (პროექტის მენეჯერები, უბნის უფროსები, ინჟინრები, ოსტატები) საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
  • კომპანიაში ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა და განვითარება, ხარისხის კონტროლისა და შემოწმება-ტესტირების გეგმების (QCP/ITP) შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების შემავალი კონტროლის, ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების ორგანიზება (ბეტონი, არმატურა, გრუნტი, შედუღების ნაკერები და სხვ.);
  • ფარული სამუშაოების აქტების, საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების აქტების (IPC) სისწორისა და დროული წარდგენის კონტროლი;
  • დამკვეთთან, ზედამხედველ კონსულტანტთან (ინჟინერთან) და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ტექნიკურ საკითხებზე ურთიერთობა, შემოწმებებსა და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • შეუსაბამობების (NCR) აღრიცხვა, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი;
  • კომპანიის ლითონკონსტრუქციების საწარმოსთან კოორდინაცია — დამზადების ნახაზების, სპეციფიკაციებისა და მიწოდების გრაფიკის ობიექტის საჭიროებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების ტექნიკური და ხარისხობრივი კონტროლი;
  • პროექტების ტექნიკური რისკების შეფასება, საპროექტო ცვლილებებისა და დამატებითი სამუშაოების (Variations) ტექნიკური დასაბუთება;
  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინება სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების პროცესში;
  • სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა, სამუშაოთა შესრულების მეთოდოლოგიის (Method Statement) მომზადება;
  • პროექტების მიმდინარეობის, ვადებისა და ხარისხის მაჩვენებლების (KPI) შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება — სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა, ხიდები და გვირაბები, საგზაო ან ჰიდროტექნიკური მშენებლობა ან მომიჯნავე საინჟინრო მიმართულება;
  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი პროექტების მართვის ხელმძღვანელის, პროექტის მენეჯერის, მთავარი ინჟინრის ან ანალოგიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების (ხიდები, გზები, ნაპირსამაგრი და საყრდენი კედლები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებულ ან FIDIC-ის პირობებით მიმდინარე პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, ევროკოდებისა (Eurocodes) და ხარისხის მართვის სტანდარტების (ISO 9001) ცოდნა;
  • რკინაბეტონის, ლითონისა და გაბიონური კონსტრუქციების, ასევე მიწის სამუშაოების ტექნოლოგიისა და ხარისხის კონტროლის მეთოდების ცოდნა;
  • საპროექტო ნახაზების, სპეციფიკაციებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და გრაფიკის მართვის გამოცდილება (MS Project ან Primavera P6 ჩაითვლება უპირატესობად);
  • AutoCAD-ისა და MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე აუცილებელია.

პიროვნული და მმართველობითი კომპეტენციები

  • ძლიერი ლიდერული და ორგანიზაციული უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • ობიექტზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • რამდენიმე პროექტის პარალელურად დაგეგმვისა და ეფექტიანი კოორდინაციის უნარი;
  • დამკვეთთან და ზედამხედველთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • მაღალი სამუშაო ეთიკა და პროფესიული სტანდარტების დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე მნიშვნელოვანია: ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „პროექტების მართვის სამსახურის უფროსი“. დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით.

თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ მითითებული პერსონალური მონაცემები არის ზუსტი და გეკუთვნის თქვენ. შპს „Construction Service“ თქვენს მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენი რეზიუმე (CV)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დეტეილერი - სპეციალისტი ავტომობილის კოსმეტიკური აღდგენის

საჭიროა პირადობის დადასტურება ახალი
Sigua on Staff თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ 12 ნოე ₾2500 12 ნოე

სამოქალაქო ინჟინერი / არქიტექტორი – გერმანულ და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე

AplusSolutionGmbH თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ 9 ნოე ₾1750–3500 9 ნოე −18% ჩვეულებრივთან შედარებით

საბაგიროს მართვის სამსახურის ელექტრიკოსი

ახალი
ემ თი ეი თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე ₾1695 13 ნოე −47% ჩვეულებრივთან შედარებით

სასრიალო გზების მომზადების და გათოვლიანების სამსახურის მემანქანე ოპერატორი

ახალი
ემ თი ეი თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 13 ნოე ₾2490 13 ნოე +81% ჩვეულებრივთან შედარებით

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა