ჰორეკა ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სამეგრელო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შპს "ზედაზენი 2012"-ის შესახებ
შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" დისტრიბუციის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ეფექტურ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია მართავს ფართო და მრავალარხიან დისტრიბუციის ქსელს და თანამშრომლობს როგორც ქსელურ, ისე დამოუკიდებელ საცალო სავაჭრო ობიექტებთან. ოპერაციული პროცესების მაღალი სტანდარტითა და ბაზრის ღრმა ცოდნით, "ზედაზენი 2012" უზრუნველყოფს ბრენდების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა რეგიონში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰორეკა ობიექტების მოზიდვა, პროდუქციის შეთავაზება და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და გადახრების მართვა;
- დებიტორული დავალიანებების კონტროლი და პრობლემური დავალიანებების მართვა;
- ობიექტებზე პროდუქციის მარაგების, ვადების, FIFO პრინციპისა და კომპანიის სტანდარტების კონტროლი;
- სარეკლამო და სააქციო აქტივობების სწორად განხორციელების კონტროლი;
- ობიექტებზე კომპანიის პლანოგრამებისა და სავაჭრო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გუნდის მართვა, კოორდინაცია და თანამშრომელთა სამუშაო მარშრუტების დაგეგმვა;
- თანამშრომელთა სამუშაო განრიგისა და შესრულების კონტროლი;
- პარტნიორებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
- ქსელებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლი;
- რეგულარული უკუკავშირის მიწოდება ხელმძღვანელისთვის და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ბაზრის წილის ზრდისა და გაყიდვების განვითარების ხელშეწყობა;
- სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: ჰორეკა ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი - სამეგრელო. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენი CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩევის პროცესის მიზნებისთვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნეს და გამოყენებულ იქნას კომპანიის სხვა შესაბამისი ვაკანსიების განხილვისთვისაც. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გვაცნობოთ ელფოსტაზე, თქვენი სახელისა და გვარის მითითებით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.