PR მენეჯერი
სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტი“ აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს კლინიკის ცნობადობის გაზრდაზე, ბრენდის იმიჯის განვითარებასა და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
- სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზება;
- ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;
- კლინიკის მომსახურებებისა და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაცია;
- კლინიკის ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა;
- პაციენტების მოზიდვისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალი იდეებისა და პროექტების შეთავაზება;
- თანამშრომლობა კლინიკის ექიმებთან და ადმინისტრაციასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- PR-ის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
- კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და ვიზუალური მასალების დამუშავების გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და, სურვილის შემთხვევაში, შესრულებული პროექტების პორტფოლიო.
შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტის“ ბრენდი!