ხარჯთაღმრიცხველი
შპს "გრადუს გრუპ მაუდი" (212809996) დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიმდინარე პროექტია "Maudi Residence"— ქუთაისის პირველი პრემიუმ დახურული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, უსაფრთხო გარემოთი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით. კომპანიაში დანერგილია ხარისხის, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მართვის ინტეგრირებული სისტემა (ISO 9001, 14001, 45001).
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 1-ლი ჩიხი, N 15. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-19:00; (შესვენება -1 სთ). გამოსაცდელი ვადა; 6 (ექვსი) თვე. ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- გენერალური კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების, ერთეულის ფასებისა და სამუშაოთა მოცულობების შემოწმება და დასკვნის მომზადება;
- შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა №2) შემოწმება, მოცულობების ობიექტზე გადამოწმება და დასადასტურებლად მომზადება;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამუშაოთა მოცულობების უწყების (BOQ) მომზადება ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე;
- დამატებითი და ცვლილების სამუშაოების ღირებულების შეფასება;
- პროექტის ბიუჯეტის მონიტორინგი: დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, გადახრების გამოვლენა და ანგარიშგება;
- მასალების, შრომისა და ტექნიკის საბაზრო ფასების მონიტორინგი;
- ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება;
- თანამშრომლობა სამშენებლო პროექტის ხელმძღვანელთან და კონტრაქტორის წარმომადგენლებთან;
- ანგარიშებისა და ანალიტიკური მონაცემების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება სამოქალაქო ან სამშენებლო ინჟინერიის, ან მშენებლობის ეკონომიკის მიმართულებით;
- ხარჯთაღმრიცხველად მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის გამოცდილება მშენებლობაში;
- ხარჯთაღრიცხვის შედგენის მეთოდებისა და სამშენებლო ფასწარმოქმნის ცოდნა;
- ნახაზების მიხედვით სამუშაოთა მოცულობების გაანგარიშების უნარი;
- შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა №2) შედგენის ან შემოწმების გამოცდილება;
- სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და ფასების ცოდნა;
- MS Excel მაღალ დონეზე; AutoCAD ნახაზებიდან მოცულობების აღების დონეზე;
- სიზუსტე, ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობა.
უპირატესობა მიენიჭება;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილებას;
- დეველოპერის ან დამკვეთის მხარეს კონტრაქტორის ხარჯთაღრიცხვების შემოწმების გამოცდილებას;
- ხარჯთაღრიცხვის სპეციალიზებული პროგრამის ცოდნას;
- ინგლისური ენის ცოდნას.
განაცხადის წარდგენა
რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე; სათაურში მიუთითეთ "ხარჯთაღმრიცხველი". სასურველია დაურთოთ განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი (ობიექტი, მასშტაბი, თქვენი როლი, პერიოდი).
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წ.
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების განხილვა; 2. I ეტაპი: გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან; 3. II ეტაპი: პროფესიული გასაუბრება კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებას.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს "გრადუს გრუპ მაუდი") შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!