გაყიდვების გუნდის კოორდინატორი
"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.
ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
რას გთავაზობთ ჩვენ
- ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
- Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
- Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
- განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
- ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.
სამუშაო პირობები
- პოზიციის დასახელება: გაყიდვების გუნდის კოორდინატორი
- სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
- ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
ძირითადი მოვალეობები
- ბანკის საცალო და ბიზნესსაბანკო პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია;
- გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, ინდივიდუალური და გუნდური სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი;
- გაყიდვების გუნდის ფორმირება, სამუშაო პროცესების ორგანიზება და თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
- გუნდის წევრების შედეგების მონიტორინგი, შესრულების მაჩვენებლების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
- საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდისა და მომხმარებელთა ბაზის გაფართოების მიზნით ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- ფიზიკური პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის, კორპორაციული კლიენტებისა და მსხვილი დამსაქმებლების მოზიდვა;
- საბანკო პროდუქტების სრული სპექტრის გაყიდვაში მონაწილეობა, მათ შორის ანგარიშების, საბარათე პროდუქტების, დეპოზიტების, საკრედიტო პროდუქტებისა და დისტანციური საბანკო მომსახურების მიმართულებით;
- ბიზნესკლიენტებისთვის შესაბამისი საბანკო მომსახურების შეთავაზება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
- არსებული კლიენტების პორტფელის ზრდის, ჯვარედინი გაყიდვებისა (Cross-selling) და დამატებითი გაყიდვების (Up-selling) ხელშეწყობა;
- პოტენციური კლიენტების მოძიების, მათთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესის მართვის ეფექტიანი მიდგომების დანერგვა;
- პირადი გაყიდვების გეგმის შესრულება და კლიენტებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების შედეგების, პროდუქტების მიხედვით შესრულების, ახალი კლიენტების მოზიდვისა და კონვერსიის მაჩვენებლების ანალიზი;
- გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელისთვის შედეგების წარდგენა;
- სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა კლიენტებისთვის შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზებისა და მომსახურების პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით;
- საბანკო საქმიანობის შიდა პროცედურების, კლიენტთა მონაცემების დაცვისა და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- საბანკო ან ფინანსურ სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- გაყიდვების გუნდის კოორდინაციის ან ხელმძღვანელობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საცალო ან ბიზნესსაბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ცოდნა;
- ახალი კლიენტების მოზიდვისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
- გაყიდვების გეგმებისა და შედეგების ანალიზის უნარი;
- CRM სისტემებისა და MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები
- ლიდერობისა და გუნდის მოტივირების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგების შეფასების უნარი;
- მიზანდასახულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ინიციატივიანობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 2026. გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების გუნდის კოორდინატორი.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე.
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.