მძღოლი / მძღოლის დამხმარე
კომპანია ,,აპოტრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს, პირველივე წლებში კომპანიამ მოიპოვა ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია ავტონაწილებისა და საავტომობილო ზეთების ბაზარზე. 2019 წლიდან კომპანიის პროფილი გაფართოვდა და სერვისის მიმართულებით განაგრძო განვითარება.
კომპანია ,,აპოთრეიდინგი” აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციაში მძღოლისა და დამხმარის თანამდებობაზე.
მოთხოვნები
- სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
- მიკროავტობუსის მართვის გამოცდილება.
სამუშაოს ზოგადი აღწერილობა
- სადისტრიბუციო მანქანის მართვა;
- შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- დროის მართვის უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პუნქტუალურობა
- ენერგიულობა
- კომუნიკაბელურობა
- ზრუნვა თვითგანვითარებაზე სხვა პოზიციებზე გადასვლის მიზნით.
სამუშაო პირობები
- 5 სრული სამუშაო დღე
- ანაზღაურება 1500 ლარიდან
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ზოლში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.