საუზმის მიმტანი
"Hotel West" ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს საუზმის მიმტანის პოზიციას.
ძირითადი მოვალეობები:
** დილით საუზმის სივრცის მოწესრიგება; ** სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მაგიდების სერვირება; ** სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; ** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ ხართ დაინტერესებული, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@hotelwest.ge.
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.