სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი
შპს "ნათს ინქორფორეითიდ" (ს.ნ. დაარსდა 2020 წელს, კომპანია ახორციელებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ნუშისა და თხილის ბაღების მოვლას.
სამუშაო ადგილი: აბაშა, სეფიეთი.
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-18:00 (მოიცავს 1-საათიან შესვენებას).
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1350 ლარი.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის საწყობებში შემოსული მარაგების ასახვა სასაწყობე პროგრამაში (მიღება, გაცემა, გადაადგილება, ჩამოწერა);
** ნომენკლატურის კოდირება, პროგრამაში მოწესრიგება;
** მარაგების მოძრაობის სისტემის გამართვა;
** ანგარიშის ჩაბარება მენეჯერებისთვის, საჭიროებისამებრ;
** სხვადასხვა პროექტში ჩართულობა, საჭიროებისამებრ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ სასურველი უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია პროგრამა 1C:საწარმო-ს ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია იყოს ორგანიზებული, ოპერატიული და დეტალებზე ორიენტირებული.
გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სასაწყობე პროგრამის ადმინისტრატორი.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.