9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

1TG03KZ4 გამოქვეყნდა 6 ოქტ 28 ნახვა

HoReCa ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვა

სანდომი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2000–2500 / თვეში ბოლო ვადა: 4 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია: შპს „ვასაძის პური“ (საკონდიტრო კომპანია „სანდომი“) სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი (სრული განაკვეთი) ანაზღაურება: 2000–2500 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე

ზოგადი მიმოხილვა საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“), რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს და წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე ISO 22000 სტანდარტების დაცვით, ეძებს მოტივირებულ და გამოცდილ კადრს HoReCa მიმართულების ბიზნესის განვითარებისა და კორპორატიული გაყიდვების მართვის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები - სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება: HORECA / კორპორატიული მიმართულების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა და რეალიზება. - ბაზრის კვლევა და ანალიზი: HORECA ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება, ბაზრის შესაძლებლობებისა და კონკურენტული გარემოს შეფასება. - კომერციული წინადადებები და მოლაპარაკებები: ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის ხელსაყრელი პირობების შეთანხმება. - გაყიდვების მართვა: გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა. - პროდუქტის დანერგვა: ახალი პროდუქტების დანერგვისა და HORECA სექტორში მათი სწორი პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა. - ფინანსური კონტროლი: დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და გადახდების დროული განხორციელების უზრუნველყოფა. - ანგარიშგება: გაყიდვების შედეგების დეტალური ანალიზი და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშების წარდგენა. - გუნდის მართვა (საჭიროებისამებრ): HORECA მიმართულების გუნდის ჩამოყალიბებაში, ტრენინგსა და ყოველდღიურ მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 3–5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - აუცილებელია HoReCa სექტორში და FMCG მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

უნარ-ჩვევები და ცოდნა: - გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; - მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის ძლიერი უნარები; - შედეგზე ორიენტირებული და ანალიტიკური აზროვნება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა; - B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები - მაღალი აქტიურობა და ინიციატივიანობა; - დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა და დროის ეფექტური მართვა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ: - ღია და მხარდამჭერ მენეჯმენტს; - პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - FitPass-ის

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/m0s9gdy44am8hdbw

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა