სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის უფროსი ტექნიკოსი ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
- ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ექსპონატებისა და ტექნოლოგიური ინსტალაციების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მუზეუმში არსებული ექსპონატების რეგულარული შემოწმება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება;
- საშუალო სირთულის ტექნიკური პრობლემების დამოუკიდებლად აღმოფხვრა და რთულ შემთხვევებში შესაბამისი სპეციალისტების/კონტრაქტორების ჩართვა;
- მუზეუმის ექსპონატების ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
- მუზეუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურის (ინტერაქტიული სისტემები, სენსორები, მექანიკური და ელექტრონული კომპონენტები) გამართულობის ზედამხედველობა;
- უმცროსი ტექნიკოსის საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი;
- ტექნიკური სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- ექსპონატების მონტაჟში, დემონტაჟსა და განახლებაში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია;
- მუზეუმში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი სტანდარტების უზრუნველყოფა;
- მუზეუმის ექსპონატების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ღონისძიებებისა და ვიზიტორების მომსახურების პროცესში;
- მუზეუმის ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებული ანგარიშგებაში მონაწილეობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ინჟინერია, მექანიკა, ელექტრონიკა ან დაკავშირებული სფერო).
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მოვლა-პატრონობის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია გამოცდილება ინტერაქტიული სისტემების, ელექტრონიკის ან მექანიკური მოწყობილობების მართვაში.
უნარ-ჩვევები:
- ტექნიკური აზროვნება;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი.
გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZJUXR
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.