ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში
ინჟინერი სამშენებლო კომპანიაში
ძირითადი მოვალეობები
- მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- პროექტებში არსებული ტექნიკური საკითხების გადამოწმება, სპეციფიკაციის შედგენა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება;
- პროექტების განხორციელებისას ცვლილებების საჭიროებების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი, გადაწყვეტილებების ალტერნატივების მომზადება, განხილვა საპროექტო გუნდთან და პროექტის მენეჯერთან ერთად;
- პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი;
- სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობების აღრიცხვიანობა, კონტროლი;
- ობიექტის სამუშაოთა პროგრესის შესახებ ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
- სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
- ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი.
- სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან;
- უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის განხრით)
- სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიაში, მსგავს პოზიციაზე;
- ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.
- უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ცოდნა
აუცილებელი უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობიანი;
- დისციპლინირებული;
- პუნქტუალური.
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო განრიგი: სრული ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა კადრების მოძიება მიმდინარეობს შემდეგი ლოკაციებისთვის: ქუთაისი, წილკანი, დედოფლისწყარო, სტეფანწმინდა, ლაგოდეხი, თიანეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.