8335 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

1XX8ZPM5 გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

პარტნიორი ბუღალტერი

იურიდიული კომპანია via jobs.ge
დისტანციური სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ბიზნეს სექტორს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც აერთიანებს იურიდიულ და საგადასახადო-ბუღალტრულ მხარდაჭერას. კომპანიის ზრდასთან ერთად, ვეძებთ გამოცდილ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალს, რომელიც ჩვენი გუნდის პარტნიორი გახდება და ჩაიბარებს კლიენტი კომპანიების ბუღალტრულ მართვას.

სამუშაო მოდელი და ანაზღაურება:

პოზიცია არ ითვალისწინებს ფიქსირებულ ხელფასს. ანაზღაურება ეფუძნება შემოსავლის ზრდის პრინციპს: პარტნიორი ბუღალტერი მიიღებს თითოეული კლიენტის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შეთანხმებულ პროცენტს. აღნიშნული მოდელი საშუალებას გაძლევთ, პირდაპირ იყოთ დამოკიდებული კლიენტების რაოდენობასა და თქვენს პროდუქტიულობაზე (შემოსავალი არ არის შეზღუდული).

სამუშაო პირობები:

** ფორმატი: ძირითადად დისტანციური; ** ლოკაცია: პერიოდულად, საჭიროებიდან გამომდინარე, ვიზიტები კლიენტი კომპანიების ოფისებში ან სახელმწიფო უწყებებში; ** პასუხისმგებლობა: კლიენტი კომპანიების ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვის სრული ციკლის მართვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტი კომპანიების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა; ** ყოველთვიური ფინანსური რეპორტინგის მომზადება მენეჯმენტისთვის; ** კლიენტებისთვის საგადასახადო და ფინანსური კონსულტაციების გაწევა; ** კომუნიკაცია საგადასახადო ორგანოებთან და აუდიტორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის ან ბუღალტრული აუთსორსინგის მიმართულებით; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Oris, Fina, Balance ან სხვა); ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: businessride.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ დანიშნულება "პარტნიორი ბუღალტერი".

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს მის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ დასაქმების კანდიდატის შერჩევისა და შეფასების მიზნით. მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"-ის მოთხოვნების შესაბამისად.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის მიერ სხვა მიმდინარე ან მომავალი ვაკანსიის განხილვის პროცესში, მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადით.

აღნიშნული ვადის გასვლისთანავე, თქვენი მონაცემები დაუყოვნებლივ განადგურდება. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემების ხელახალი გამოყენება სხვა ვაკანსიებზე, გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას წერილობით მიუთითოთ თქვენი უარი.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
იურიდიული კომპანია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა