გაყიდვების კონსულტანტი შოურუმში
შპს "ვიზეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე შოურუმში.
ვეძებთ კომუნიკაბელურ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს მომხმარებლებთან ურთიერთობა და აქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები
- შოურუმში მოსული მომხმარებლების კონსულტირება;
- პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება და დამუშავება;
- შოურუმში პროდუქციის მოწესრიგება;
- მომხმარებელთან გრძელვადიანი და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
- სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, სრული სამუშაო განაკვეთი;
- ანაზღაურება: ანაზღაურება შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე.
CV-ის გამოგზავნისას დანიშნულებაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების კონსულტანტი შოურუმში".
შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!