9.220 ilan
Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

27YKZSZT 27 Eki tarihinde yayınlandı 20 görüntüleme

კარგო პოლო

კარგო პოლო

რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Oturum açın ve başvurun
₾1000–1200 / ay olağana göre −53% · olağan 2,332 ₾ · 146 ilan 26 Kas tarihine kadar başvurun
Sigorta · ilanda

"Cargo Polo" აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

"Cargo Polo"არის მაღალტექნოლოგიური ამერიკული ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების / სპეცტექნიკის / სხვა მოძრავი აქტივების კომპლექსურ გადაზიდვაზე. მომსახურება მოიცავს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის ყველა საჭირო სერვისის მიწოდებას: შესყიდვის პლატფორმებზე წვდომების გაზიარება, სახმელეთო (საწყობამდე) გადაზიდვა ამერიკაში, ტვირთის დასაწყობება ამერიკაში, კონსოლიდაცია, საკონტეინერო გადაზიდვა სასურველ პორტამდე, ექსპედირების სერვისები მიმღებ პორტში, ბროკერინგი, ექსპედირების შემდგომი სახმელეთო გადაზიდვა მიღების საბოლოო წერტილამდე, ტვირთის დაზღვევა და ა.შ.

კომპანია გადაზიდვებს ახორციელებს 17 ძირითად ქვეყანაში: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, პოლონეთი, გერმანია, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ომანი, იორდანია, ლიბია, ნიგერია.

2023 წელს გაიხსნა პირველი ოფისი საქართველოში/თბილისში, რადგან საქართველოს მიმართულება, როგორც სატრანსპორტო დერეფანი, დღეის მდგომარეობით ლოჯისტიკაში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე არის უმნიშვნელოვანესი.

კომპანიაში ფუნქციონირებს After sales / Support - დეპარტამენტები რაც გაყიდვების მენეჯერების გუნდს საშუალებას აძლევს მთელი სამუშაო დრო მოახმარონ პორტფელის ზრდას, კონცენტრირდნენ გაყიდვების პროცესზე და არა არსებული კლიენტების მომსახურებაზე. აღნიშნული მუშაობის სისტემა ერთი-ორად ზრდის მენეჯერების პროდუქტიულობას და სასურველი ფინანსური შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დროის მოკლე პერიოდში.

მოვალეობები: - კორპორატიული კლიენტების მოძიება / მოზიდვა; - პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა; - პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება; - სხვადასხვა სახის კორპორატიული შეთავაზებების მომზადება; - ლოჯისტიკური პროდუქტების გაყიდვა; - გაყიდვების დინამიკის ანალიზი; - ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი; - სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები: - უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება ნახსენებ სფეროში. - სავალდებულოა რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (მეტყველება, წერა და წაკითხვა) - უპირატესობად ჩაითვლება ავტოიმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება. - უპირატესობად ჩაითვლება CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. - უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა (ინგლისური); - Microsoft Office-ის ცოდნა; - მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სისხარტე); - კონსულტაციის და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; - კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი; - ყურადღება დეტალების მიმართ, ემოციური წონასწორობა; - ლოგიკური აზროვნება; - ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000-1200 (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი გაყიდვების მიხედვით. - სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე - ადგილმდებარეობა - თბილისი, ბელიაშვილის 187.

Cargo Polo გთავაზობთ: - საქმიანობის საფუძვლიანად შესწავლას (ამასთან სწავლების პროცესში სრულ ანაზღაურებას); - სხვადასხვა ტრენინგებს გაყიდვების, კორპორატიული ქცევის, საოფისე პროგრამების და ენის კურსების მიმართულებით; - კომფორტულ, თანამედროვე სამუშაო პირობებს ოფისში; - მძღოლის მომსახურებას სამუშაო მიზნებისათვის; - ულიმიტო ტელეფონს / ტელეფონის ნომერს - სამუშაო მიზნებისათვის; - დაკისრებული მოვალეობების წარმატებულად შესრულებასთან ერთად მზარდ ანაზღაურებას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან რუსულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz