მოლარე
"Auto lab" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის კაფეს მოლარის პოზიციაზე.
თუ ხარ ორგანიზებული და იცი სალაროსთან მუშაობა, ავტო სერვისის კაფეს მოლარედ სწორედ შენ გეძებთ!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 850 ლარი ხელზე ასაღები;
- სამუშაო განაკვეთი: 2/2; 09:00-19:00 (1 სთ შესვენება);
- ლოკაცია: ახალი რუსთავი, რაგბის სტადიონის მიმდებარედ
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება
- მომხმარებლის თავაზიანი და კვალიფიციური მომსახურება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- სალარო ოპერაციების სწორად აღრიცხვა და პროგრამული გატარება; სალაროს დახურვა და Z-რეპორტის ამოღება;
- სადისტრიბუციო კომპანიებისთვის შეკვეთების დამოუკიდებლად მიცემა კომპეტენციის ფარგლებში;
- თაროებსა და მაცივრებში პროდუქციის სწორი განლაგება და მოწესრიგება; ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და დისტრიბუტორებისთვის დაბრუნება;
- ჰიგიენური ნორმების დაცვა შიდა და გარე სამუშაო პერიმეტრზე.
გაგვიხარდება თუ
- იცი სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
- გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში.
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/5Hgtg