პურის მცხობელი
პურის ქარხანა აცხადებს ვაკანსიას პურის მცხობლის პოზიციაზე დღეგამოშვებით ღამის ცვლაში. ცვლის ხანგრძლივობა 10-12 საათი. ცხობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, ტექნოლოგიას შეგასწავლით ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პურის ცხობისთვის საჭირო დანადგარებთან (ცომსაზელი, ცომსაჭრელი, ღუმელი...) მუშაობა; ** რეცეპტებისთვის მარაგების კონტროლი; ** საწყობში საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა; ** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი; ** მზა პროდუქციის გადანაწილება კონტეინერებში შეკვეთების მიხედვით. ** ცვლის დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება ** სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება; ** დადგენილი ნორმების და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი.
მისამართი: თბილისი, დიდი დიღომი
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე 571790099
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.