← ყველა ვაკანსია

2BW2KS2Q გამოქვეყნდა 20 ნოე 44 ნახვა

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

Entity გარე განცხადება
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 28 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

"Entity" აერთიანებს შერჩევის, ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების გამოცდილებას და ეხმარება კომპანიებსა და პროფესიონალებს განვითარებაში.

საერთაშორისო პრემიუმ ყავის ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობისთვის ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს.

კომპანია ემსახურება სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ოფისებსა და სხვა ბიზნეს კლიენტებს.

პოზიციის შესახებ

თქვენი პასუხისმგებლობა იქნება არსებული კორპორაციული კლიენტების პორტფელის შენარჩუნება და განვითარება, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვა. შეისწავლით მათ საჭიროებებს, შესთავაზებთ შესაბამის ყავის პროდუქტებსა და აპარატების გადაწყვეტილებებს, აწარმოებთ კომერციულ მოლაპარაკებებს და განავითარებთ გრძელვადიან პარტნიორობას. სერვისისა და საოპერაციო გუნდებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. პოზიცია ექვემდებარება კომერციული მიმართულების ხელმძღვანელს.

ვის ვეძებთ

  • ინიციატივიან, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია საქმიანი ურთიერთობების განვითარება, მოლაპარაკებების წარმართვა და კლიენტზე ზრუნვა.
  • მინიმუმ 2 წლის გამოცდილება B2B გაყიდვებში ან კორპორაციული კლიენტების მართვაში, ახალი კლიენტების მოზიდვისა და პორტფელის ზრდის მიმართულებით.
  • HoReCa სექტორში, საკვებისა და სასმელების ან პროფესიული დანადგარების გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • კლიენტის საჭიროებების შეფასების, შეთავაზების ღირებულების წარმოჩენის, კომერციული მოლაპარაკებებისა და გარიგების დასრულების უნარი.
  • გაყიდვების გეგმებთან, პროგნოზებთან და Excel / Google Sheets-თან მუშაობის გამოცდილება; CRM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართული ენის თავისუფლად და ინგლისური ან რუსული ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
  • კლიენტებთან შემდგომი კომუნიკაციის, ანგარიშგებისა და სერვისის გუნდთან თანამშრომლობის ორგანიზებულად მართვა.
  • კლიენტებთან რეგულარული ვიზიტებისა და პრემიუმ ყავის პროდუქტებისა და აპარატების შესწავლის მზაობა.

რას გთავაზობთ

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო; კლიენტებთან რეგულარული ვიზიტებით.
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-დან 3000-მდე, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით + ბონუსი
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

როგორ შემოგვიერთდეთ

თუ გსურთ პრემიუმ პროდუქტის გარშემო გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორობების განვითარება, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.

შეავსეთ განაცხადის ფორმა და ატვირთეთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე Corporate Sales Manager პოზიციაზე: https://wkf.ms/4inQ2H7

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა