გიდი
ჯუნი ტურსი ისრაელიდან შემოსული ტურისტების მიღებასა და მომსახურებაზე სპეციალიზებული კომპანიაა. ვეძებთ გიდს, რომელიც ჩვენს ბათუმის გუნდს შეუერთდება და სტუმრებთან უშუალო მუშაობას იკისრებს.
ვაკანსია: გიდი (ბათუმი)
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების ტრანსფერი აეროპორტიდან, სასტუმროებსა და ტურისტულ ობიექტებს შორის
- ტურების გაძღოლა და სტუმრებისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება
- ტურებისა და დამატებითი ტურისტული მომსახურებების გაყიდვა
- ვიზიტის განმავლობაში სტუმრების მხარდაჭერა და წარმოქმნილი საკითხების ოპერატიულად გადაჭრა
- გუნდთან კოორდინაცია გრაფიკისა და ლოგისტიკის საკითხებზე
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა
- ებრაული ან არაბული ენის ცოდნა (დამატებითი უპირატესობაა)
- კომუნიკაციის მაღალი უნარი და გაყიდვებისადმი ინტერესი
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
- გუნდში მუშაობის უნარი
პირობები:
ანაზღაურება: 700 აშშ დოლარი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა დინამიური გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა ადგილმდებარეობა: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N1ა
როგორ მოგვმართოთ:
რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია გიდის პოზიციაზე".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.