ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი
ჯინეტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი (შემოსავლიანი პოზიცია 1000₾+) დამსაქმებელი: GE NET (ჯინეტი) სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა: - მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი; - ახალი აბონენტების ჩართვა; - დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა; - ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში; - ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა; - მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება; - სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა; - ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა): - თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით);
გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე); გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი; საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;**
ბონუს სისტემა: მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა – 0.10 ლარი მეტრზე; ფიზიკური პირის ინსტალაცია – 5 ლარი; იურიდიული პირის ინსტალაცია – 10 ლარი; ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.**
მნიშვნელოვანი პირობა: ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ; არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
დამატებითი ინფორმაცია:
კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას; ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს. ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის.
გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - “ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.