რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტი
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტის პოზიციაზე.
რეჰაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე.
მოვალეობები:
** დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს.
** კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები.
** ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას.
** გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება.
** ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემითი კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
** გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას
** გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი
** კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ყურადღებიანი და მობილიზებული
** მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობის
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი
** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზებულ ტრენინგების გავლას.
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00 -17.00 სთ.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.