9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

2SAVTTCW გამოქვეყნდა 6 ოქტ 54 ნახვა

სასტუმრო ხედი

სასტუმრო ხედი

რესეფშენის თანამშრომელი

სასტუმრო ხედი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1100 / თვეში ბოლო ვადა: 5 ნოე

სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების რესეფშენის თანამშრომელის (Receptionist) პოზიციაზე

სასტუმროს შესახებ: „ხედი“ არის თანამედროვე პრემიუმ-კლასის სასტუმრო, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კატეგორიის 57 ნომერს, პანორამულ რესტორან „ხედს“, ავთენტურ აზიურ რესტორანს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს-კლუბს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გაცილება სასტუმროს მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვით; - ცვლის მიღება-ჩაბარება, საოპერაციო პროგრამაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება და მართვა; - ჯავშნების მიღება, სისტემაში ასახვა და მიმდინარე მონიტორინგი; - სტუმრებისთვის სასტუმროს ოთახების, ტარიფების, სერვისებისა და ობიექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; - სტუმრების მოთხოვნებსა თუ შენიშვნებზე დროული, ეფექტური და პროფესიული რეაგირება; - ფინანსური ანგარიშსწორების წარმოება და საოპერაციო პროგრამაში სწორად ასახვა; - მჭიდრო კოორდინაცია სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან (HK, F&B, ინჟინერია); - საოპერაციო რეპორტების წარმოება და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მიღება-განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს სექტორში); - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2/C1) — როგორც ზეპირი, ისე წერითი კომუნიკაციისთვის; - სასტუმროს საოპერაციო პროგრამების (Opera / Fidelio) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარ-ჩვევები: - მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ყურადღების გამახვილება; - ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; - გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - ყოველთვიურ ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1100 ლარს + ბონუსს გაყიდვებიდან; - სტაბილურ სამუშაოსა და პროფესიონალურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს; - კარიერული და პროფესიული ზრდის მაქსიმალურ ხელშეწყობას.

განაცხადის გამოგზავნის ინსტრუქცია: - დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე. - სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „რესეფშენის თანამშრომელი“. - ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ის საშუალებით და შეტყობინებაში მიუთითეთ „რესეფშენის თანამშრომელი“.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით სხვა შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა