საწყობის ცვლის ლიდერი
HR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საწყობის ცვლის ლიდერი (სატრანსპორტო მიმართულებით).
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობისა და სატრანსპორტო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლების კოორდინაციას და ოპერაციების შეუფერხებელ მიმდინარეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- მძღოლების და სატრანსპორტო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია;
- მძღოლების სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- სატვირთო ავტომობილების მარშრუტების დაგეგმვა და ILOS სისტემაში ასახვა;
- პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების ოპერატიული ჩანაცვლება;
- ავტოპარკისა და სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, გეგმური შეკეთებების დაგეგმვა და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
- მძღოლების სამუშაო გრაფიკებისა და შვებულებების დაგეგმვა, მუშაობის მონიტორინგი და Kisoft-ისა და DQMP-ის პროცედურებზე ტრენინგი;
- მარშრუტების პერიოდული ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო რესურსების (საწვავი, საბურავები და ა.შ.) დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
- სატრანსპორტო ქვეკონტრაქტორების მოძიება, პირობების განხილვა და ტენდერების ორგანიზება;
- საწყობისა და ტრანსპორტის მიმართულებით KPI-ების ანგარიშგება და შესრულების მონიტორინგი;
- HACCP, GMP, QIP და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელობისთვის მიმდინარე პროცესების, პრობლემებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები:
- საწყობის, ლოჯისტიკის ან ავტოპარკის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საკვები პროდუქტების სფეროში;
- საწყობის თანამშრომლებისა და მძღოლების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
- ავტოპარკისა და სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება;
- სასაწყობო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ლიდერული უნარები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
- სასაწყობო აღრიცხვის ან ლოჯისტიკურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების თანხას;
- სატელეფონო ლიმიტს;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კორპორაციულ პირობებს.
სამუშაო ადგილი: ლოჭინის ხევი, თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.