სავაჭრო წარმომადგენელი
შპს "დ&ლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესელერის) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.dls.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 145ა სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტების რეგულარული ვიზიტი;
- შეკვეთების გაფორმება და მათი დროული მიწოდების პროცესის კონტროლი;
- ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტთა ქსელის გაფართოება;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორ განლაგებაზე ზრუნვა;
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ეფექტური პრეზენტაცია;
- სამუშაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- MS Office-ის პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (სასურველია).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- მათემატიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ და მოტივაციურ ანაზღაურების სისტემას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი);
- სამსახურებრივი ავტომობილითა და საწვავით უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ მობილურ ნომერს;
- ხელმძღვანელთა ჯგუფის მუდმივ მხარდაჭერას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე.
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!