დისტანციური ღამის ოპერატორი
მომსახურების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ეძებს პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ ადამიანს დისტანციური ღამის ოპერატორის პოზიციაზე.
რას მოიცავს პოზიცია?
** შემომავალი სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების დამუშავება; ** მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში დაფიქსირება; ** შეკვეთების კოორდინაცია და პროცესის შესაბამის პირებთან კომუნიკაცია; ** მძღოლებისთვის საჭირო ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება; ** მძღოლების მხრიდან წარმოქმნილ შესაძლო ტექნიკურ ან სხვა ტიპის პრობლემებზე დროული რეაგირება.
ვის ვეძებთ?
** აუცილებელია კანდიდატი ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს; ** მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ** ქართულ ენაზე მკაფიო და გამართული კომუნიკაციის უნარი; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და სამუშაოსადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ღამის ცვლაში მუშაობის გამოცდილება/მზადყოფნა.
ტრენინგი
სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომელს ჩაუტარდება საჭირო ტრენინგები ადგილზე, რომლის ფარგლებშიც გაეცნობა სამუშაო სპეციფიკას, გამოყენებულ სისტემებსა და სამუშაო პროცესის ძირითად პრინციპებს. შემდგომში სამუშაო შესრულდება დისტანციურ რეჟიმში.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ყოველ მეორე ღამეს ** სამუშაო ცვლა შესაძლოა იყოს: 19:00-09:00 ან 17:00-07:00 ** ანაზღაურება: 800 ლარი
ჩვენთან მუშაობისას მიიღებთ:
** სტაბილურ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს; ** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; ** გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** ახალი უნარებისა და პროფესიული გამოცდილების განვითარების პერსპექტივას; ** დინამიკურ სამუშაო პროცესს, სადაც ყოველდღიურად განსხვავებული სიტუაციების მართვა მოგიწევთ.
თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე აპლიკაციის ფორმის საშუალებით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdfhSFFhqi-ccvX18Et7PWhiPp2xGtoA9Aer0jKqiSdbEVnLQ/viewform?usp=header
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.