დასუფთავების თანამშრომელი
სპორტული დარბაზების ქსელი „რეფორმა“ აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; თორნიკე ერისთავის ქ. #27 სამუშაო გრაფიკი: სრული -კვირაში 6 დღე, 08:00-15:00; 16:00 – 23:00სთ (1 სთ შესვენება); ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტი)
მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები: - სპორტ დარბაზის ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა; - დარბაზში არსებული სავარჯიშო ტრენაჟორების გაწმენდა; - დარბაზში არსებული სველი წერტილების მოწესრიგება; - დარბაზში არსებული სანაგვე ურნების მოწესრიგება; - დარბაზში არსებული ნარჩენების ჰიგიენური ნორმების დაცვით შეფუთვა და გატანა დარბაზის ტერიტორიიდან; - დარბაზის სველ წერტილებში არსებული დისპანსერების შევსება ჰიგიენის ნორმების დაცვით; - უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - შრომისმოყვარეობა; - ორგანიზებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მისამართზე: hr@reforma.com.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 555 144 118