ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდა
სს ,,ვიანი" - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (იასნი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში 8 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების საექთნო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი;
- საექთნო პერსონალის სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლებში რესურსების ოპტიმალური განაწილება;
- პაციენტთა ტრიაჟის, გადაუდებელი დახმარებისა და საექთნო მოვლის პროცესების შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ექიმის დანიშნულებების დროული და ზუსტი შესრულების კონტროლი;
- ინფექციის პრევენციის, პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
- მედიკამენტების, სამედიცინო სახარჯი მასალებისა და გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობის მარაგებისა და მზადყოფნის კონტროლი;
- საექთნო დოკუმენტაციის წარმოების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
- საექთნო პერსონალის საქმიანობის შეფასება, პროფესიული განვითარებისა და ახალი თანამშრომლების ადაპტაციის ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საექთნო განათლება და შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია;
- გადაუდებელი მედიცინის ან კრიტიკული მოვლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უფროს ექთნად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სტაჟი;
- გადაუდებელი დახმარების, ტრიაჟისა და ინფექციის კონტროლის პრინციპების ცოდნა;
- ორგანიზებულობა, ლიდერული უნარები და სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ
- ,,იმედი-L”-ის დაზღვევას;
- თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს;
- ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
- ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.