ტექნიკოსი ლაბორანტი
შპს "სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსი ლაბორანტის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ილორის ქ. N14 სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიოლოგიური მასალის მიღება, აღრიცხვა და მომზადება კვლევისთვის;
- ლაბორატორიული ტესტების ჩატარება ინსტრუქციისა და პროტოკოლების შესაბამისად;
- კვლევის შედეგების ჩანაწერის წარმოება ბეჭდურ ფორმატში;
- სამუშაო გარემოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და ლაბორატორიული სივრცის სისუფთავისა და სტერილურობის უზრუნველყოფა;
- ნარჩენების უსაფრთხო გატანა და სეპარაცია;
- ბიოუსაფრთხოების წესებისა და პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი და/ან საშუალო სამედიცინო განათლება შესაბამისი სპეციალიზაციის მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
- * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.