გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

36DG3648 გამოქვეყნდა 3 ნოე 21 ნახვა

ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი

შეთანხმებით ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდის, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომლებიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

"KTW Group" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40-საათიანი სამუშაო კვირა (დღეში 8 საათი). ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

  • ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
  • პროფესიონალური აუდიო, გახმოვანებისა და განათების სისტემების, სასცენო კონსტრუქციებისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შერჩევა;
  • ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა;
  • ტექნიკური სპეციალისტების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
  • სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება, სატენდერო წინადადებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება;
  • ტექნიკური სპეციფიკაციების, კომერციული შეთავაზებებისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • ტექნიკური აღჭურვილობის მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა;
  • პროექტების ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • ღონისძიებების ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • პროფესიონალური გახმოვანების, აუდიო და განათების სისტემების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასცენო კონსტრუქციებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ცოდნა;
  • სახელმწიფო ან კერძო ტენდერებში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ტექნიკური პროექტების მართვისა და გუნდის კოორდინაციის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ რეზიუმე მეილზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი".

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა