სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორი
Wyndham Batumi აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღების/ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამის პროცედურების განახორციელება; - შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა; - სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება; - სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა - სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
პერსონალური მოთხოვნები:- სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება; - მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები; - კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები; - პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
სამუშაო პირობები: - ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს; - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. შესვენება 1 საათი. - საწყისი ანაზღაურება — 1,150 ლარი პირველი 6 თვის განმავლობაში.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/ib3wq