მომსახურე პერსონალი
კინოთეატრების ქსელი "კავეა", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში", დ. აღმაშენებლის #213-ში, ეძებს თანამშრომლებს მომსახურე პერსონალის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დრო: კვირაში 4 დღე, სრული განაკვეთი, ცვლის მიხედვით.
** დასვენება: კვირაში 3 დღე, ცვლის მიხედვით.
პოზიციის მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოთეატრის პროდუქციაზე და სერვისებზე; მომხმარებლის დაკვალიანება.
** პროდუქციის/სერვისის გაყიდვა და სალარო პროგრამაში დაფიქსირება.
** მომხმარებლის ბილეთების ვალიდაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B1+ დონეზე
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში
** უპირატესობა მიენიჭება საოფისე პროგრამების ცოდნას
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიახლეებთან ადვილი ადაპტაცია
რატომ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა
** უფასო ბილეთები შენთვის და შენი მეგობრებისთვის
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვაწოდეთ CV და სამოტივაციო წერილი (სასურველია) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
იმისთვის რომ გაადვილდეს განხილვის პროცესი, გთხოვთ წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომსახურე პერსონალი".
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.