შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტი
"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. "HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა, და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00 ანაზღაურება:ფიქსირებული ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაოს აღწერა:
- რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
- პარტნიორ კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
- საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
- დოკუმენტაციის შემუშავება;
- დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
შპს "ეიჩესი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.