ოჯახის ექიმის ასისტენტი
შპს ‘’ კლინიკა რუსთავი ‘’ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება; - პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით; - პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით; - პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი საოჯახო მედიცინის მიმართულებით; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები: - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი. - სამუშაოს ადგილმდებარეობა: - რუსთავი, ნიკო ლომოურის ქუჩა 45
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას; - პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას; - ფასდაკლებას სრულ ამბულატორიულ მომსახურებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში , გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@clinicrustavi.ge გისურვებთ წარმატებას!