ოჯახის ექიმის ასისტენტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შიდა პროგრამაში ჩანაწერების წარმოება; - პაციენტების ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შედეგების მონიტორინგი ექიმის მითითებით; - პაციენტის ელექტრონული ისტორიის წარმოება და სადაზღვევო პროგრმებში მუშაობა ექიმის მითითებით; - სამედიცინო დოკუმენტაციის, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება ექიმის მითითებით; - პაციენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია ექიმის მითითებით; - პაციენტის გასინჯვა და ინსტრუმენტული კვლევაში მონაწილეობა ექიმის მითითებით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მედიცინის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან რეზიდენტი საოჯახო მედიცინის მიმართულებით; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
ცოდნა, უნარები: - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი. - სამუშაოს ადგილმდებარეობა: - არტურ ლაისტის ქ. N1, თბილისი - ზ. ანჯაფარიძის I შესახვევი, #3 (სანდრო ეულის მიმდებარედ)
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება. - ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეძენის შესაძლებლობას; - პაციენტთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9bkjCDHe კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!