7824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3BCZ0XSD გამოქვეყნდა 31 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Easy Staff გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

Easy Staff ეძებს აქტიურ, დამოუკიდებელ და შედეგზე ორიენტირებულ Sales / Business Development Manager-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საქართველოში კორპორატიული კლიენტების აქტიურ მოძიებაზე, მოზიდვასა და კომპანიის B2B მიმართულების განვითარებაზე.

ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ შემომავალი მოთხოვნების დამმუშავებელი, არამედ ძლიერი გაყიდვების სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მოძებნოს პოტენციური კლიენტები, დაუკავშირდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გამოავლინოს მათი საჭიროებები, აწარმოოს მოლაპარაკებები და კლიენტი თანამშრომლობისა და ხელშეკრულების გაფორმებამდე მიიყვანოს.

ძირითადი მოვალეობები:

** B2B კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და მოზიდვა;

** პოტენციური კომპანიების ბაზის ფორმირება;

** გადაწყვეტილების მიმღები პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება;

** ზარების განხორციელება, მიმოწერა და შეხვედრების დანიშვნა;

** ონლაინ და ოფლაინ ბიზნესშეხვედრებისა და მოლაპარაკებების ჩატარება;

** პოტენციური კლიენტის საჭიროებების გამოვლენა;

** შესაბამისი სერვისების შეთავაზება;

** კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;

** ფასებსა და თანამშრომლობის პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება;

** კლიენტის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანა;

** კლიენტის მხარდაჭერა პროექტის დაწყების ეტაპზე;

** მოქმედ კლიენტებთან თანამშრომლობის განვითარება და განმეორებითი გაყიდვების განხორციელება;

რას გაყიდის კანდიდატი?

კანდიდატი იმუშავებს Easy Staff-ის ბიზნესსერვისების გაყიდვაზე, მათ შორის:

Easy Staff-ის ბიზნეს მომსახურებებს:

** ხაზობრივი პერსონალის აუთსორსინგი;

** თანამშრომლების მოძიება და უზრუნველყოფა;

** კურიერები და მიწოდების სერვისები;

** საწყობის თანამშრომლები და შეკვეთების შემგროვებლები;

** პერსონალი რითეილისთვის;

** HoReCa პერსონალი;

** საწარმოო და სხვა ხაზობრივი პერსონალი;

** პერსონალის მოძიების, გაფორმებისა და შემდგომი მხარდაჭერის კომპლექსური გადაწყვეტილებები.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ქართული ენის თავისუფლად, სრულყოფილად ცოდნა;

** რუსული ენის ცოდნა- სასაუბრო დონე ან უფრო მაღალი;

** ინგლისური ენის ცოდნა - სასაუბრო დონე ან უფრო მაღალი;

** B2B გაყიდვებში მუშაობის სავალდებულო გამოცდილება;

** გაყიდვებისა და კლიენტების დამოუკიდებლად მოძიების გამოცდილება;

** კომპანიის მფლობელებთან, CEO-ებთან, HR დირექტორებთან, ოპერაციულ და კომერციულ ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის გამოცდილება;

** მოლაპარაკებების, პრეზენტაციებისა და ბიზნესშეხვედრების ჩატარების გამოცდილება;

** ხანგრძლივ გაყიდვების ციკლთან მუშაობისა და კლიენტის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანის უნარი;

** საქართველოს ბიზნესბაზრის კარგი ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

** პერსონალის აუთსორსინგში, აუთსტაფინგში, რეკრუტინგში, HR-ში, ლოგისტიკაში, ** მიწოდების სერვისებში ან სხვა მსგავს B2B სფეროში მუშაობის გამოცდილება;

** საკუთარი საკონტაქტო ბაზისა და პოტენციური კორპორატიული კლიენტების არსებობა;

** ქართულ კომპანიებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ძლიერი პროფესიული ქსელი;

** საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის მომსახურებების გაყიდვის გამოცდილება;

** ადრე მოზიდული კლიენტების პორტფელი და რეალური გაყიდვების ქეისების წარმოდგენის შესაძლებლობა.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც

** არის დამოუკიდებელი და ინიციატორი;

** ორიენტირებულია შედეგზე;

** არ ელოდება მზა ლიდებს და თავად ქმნის გაყიდვების შესაძლებლობებს;

** შეუძლია პოტენციური კლიენტის მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე სრული გაყიდვების პროცესის მართვა;

** კარგად იცნობს საქართველოს კორპორატიულ ბაზარს;

** შეუძლია დაამყაროს კომუნიკაცია ბიზნესის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

პოზიციის მთავარი მიზანი:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, B2B მიმართულების განვითარება და პერსონალის უზრუნველყოფაზე ხელშეკრულებების გაფორმება.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და მზად ხართ დამოუკიდებლად განავითაროთ გაყიდვები, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე -

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Easy Staff
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა