კორპორატიული იურისტი
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და კონტრაქტორებთან კოორდინაცია; - ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების მომზადება; - საგადასახადო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; - კომპანიაში მიმდინარე პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა; - კვარტლური, წლიური და ერთჯერადი სამართლებრივი ანგარიშების მომზადება; - კორპორატიული დოკუმენტაციის (ოქმები, რეგისტრაციები, ცვლილებების შეტანა) მომზადება და მართვა; - კომპანიის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში საჭიროების მიხედვით; - არსებული ხელშეკრულებების არქივაცია, აღრიცხვა და მართვა; - საჭიროებიდან გამომდინარე, იურიდიული მხარდაჭერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამართლის ბაკალავრის ხარისხი (სამაგისტრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად); - მინიმუმ 1–3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული/სამართლებრივი მიმართულებით; - ხელშეკრულებების სამართლის, შრომითი სამართლისა და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცოდნა; - საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; - ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი.
სხვა მოთხოვნები: - დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; - ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; - სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია ლინკზე https://scapp.selfrecruit.ge/s/HJP57 ან/და ატვირთოთ რეზიუმე (CV) წარმატებებს გისურვებთ!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.