ფილიალის მენეჯერი
გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების და სატუმბო სადგურების იმპორტიორი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალისა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
- განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
- მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის წარმოება.
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
- ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- Fitpass
- კორპორატიული ნომერი
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე და Subject-ში მიუთითეთ: ფილიალის მენეჯერი (და ქალაქი სადაც ხართ ვაკანსიით დაინტერესებული)