9757 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3HR6YSE7 გამოქვეყნდა 22 ოქტ 15 ნახვა

პანექსი

პანექსი

საწყობის თანამშრომელი

პანექსი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 20 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს. კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი!

კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. რუსთავში და იწვევს პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და მოტივირებულ კანდიდატებს, შემოუერთდნენ ჩვენს გუნდს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სასაწყობე პროცესებში მონაწილეობა — საქონლის მიღების, განთავსებისა და გაცემის პროცესებში ჩართულობა; ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა; - მასალებისა და ინვენტარის მოვლა — საწყობში არსებული მასალების, ინვენტარისა და სხვა რესურსების სათანადო განთავსება და მოვლა; - უსაფრთხოების წესების დაცვა — დადგენილი სამუშაო და უსაფრთხოების ნორმების შესრულება; - საწყობის მოწესრიგება — სამუშაო სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - საწყობში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სასაწყობე ტექნიკისა და დამხმარე მოწყობილობების გამოყენების ცოდნა — სასურველია; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალობა და დისციპლინირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: - ფიქსირებული ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე ასაღები); - საბონუსე სისტემა: კომპანიის მიერ დადგენილი პირობებისა და სამუშაო შედეგების შესაბამისად. - კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა; - სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა; - პროფესიონალურ გუნდში მუშაობა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. - სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ, ცვლები მონაცვლეობს ყოველ ოთხ დღეში.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი–წითელი ხიდის გზატკ. მე-17 კმ.

როგორ შემოგვიერთდეთ? დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე და წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — „საწყობის თანამშრომელი“. შემოუერთდით „პანექსის“ გუნდს — გახდით წარმატებული ქართული საწარმოო კომპანიის განვითარების ნაწილი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WTeK4zCe

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა