9359 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

3KA9PJBB გამოქვეყნდა 29 ოქტ 47 ნახვა

აითიეს

აითიეს

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

აითიეს გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში −32% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,213 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 26 ნოე
ფორმა · განცხადებაში

AxxisNet ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება ახალი კლიენტი კომპანიების მოძიება, შეხვედრების ჩატარება და კომპანიის IT სერვისების გაყიდვა.

AxxisNet ბიზნესებს სთავაზობს IT აუთსორსინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას, კიბერუსაფრთხოებას, ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მართვას, ღრუბლოვან სერვისებსა და მონაცემთა დაცვის გადაწყვეტილებებს.

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კლიენტი კომპანიების მოძიება და მათ წარმომადგენლებთან პირველადი კომუნიკაცია; - გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა; - ონლაინ შეხვედრებისა და კომპანიებში ადგილზე ვიზიტების ჩატარება; - AxxisNet-ის სერვისების წარდგენა და კლიენტის საჭიროებების გამოვლენა; - ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით კომერციული შეთავაზებების მომზადება; - კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიყვანა; - კონტაქტების, შეხვედრებისა და მიმდინარე მოლაპარაკებების აღრიცხვა; - კლიენტებთან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ ენაზე; - ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი; - გაყიდვებისა და IT სერვისების შესწავლის მოტივაცია; - ინიციატივა და პასუხისმგებლობის გრძნობა; - სამუშაო დროისა და დავალებების დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; - კლიენტ კომპანიებში ადგილზე შეხვედრებზე გასვლის შესაძლებლობა; - კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების გამოყენების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო პირობები: - დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი; - სამუშაო ფორმატი: დისტანციური, კლიენტ კომპანიებში ადგილზე შეხვედრებით; - ფიქსირებული ანაზღაურება: 1,500 ლარი თვეში; - ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა