Coffee Shop-ის ბარისტა
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR", ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას "Coffee Shop"-ის ბარისტას პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 5/2 ცვლადი 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი; ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თბილისი მოლი; ანაზღაურება: 800ლ (ნეტ);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპანიის სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის ყავის მომზადება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
- ყავის აპარატის მოვლა, წმენდა ინსტრუქციის შესაბამისად;
- სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება სასურველია;
- ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია);
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:
- კომუნიკაბელური;
- ენერგიული;
- მეგობრული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრენინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარისტა (თბილისი მოლი).
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.