7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3NTZXX5V გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾1000 / თვეში ბოლო ვადა:

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ინდივიდუალური დაზღვევის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: სრული დარიცხული (Gross) საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვების შესაბამისად

ძირითადი სამუშაო მოვალეობებია: - სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებსა და მცირე (Micro & SME) ორგანიზაციებთან; - კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტივობების ასახვა CRM სისტემაში; - კლიენტების მოძიება/მოზიდვა საკუთარი ინიციატივითა და არხებით; - გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა;

ჩვენი მოთხოვნებია: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; - სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; - ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით; - სასურველია უცხო ენის ცოდნა; - სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ: - დინამიურ, საინტერესო და სიახლეებით სავსე გარემოს; - ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას; - სწრაფ პროფესიულ ზრდას; - საინტერესო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს; - პირად სამუშაო ინვენტარს; - კორპორაციულ ტელეფონის ნომერს; - სამგზავრო ბარათს;

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SRiW4C2d

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა