კურიერ-ტექნიკოსი (ბათუმი)
გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი? გამოიმუშავე თვეში 1700 ლარამდე!
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ბათუმში ეძებს კურიერ-ტექნიკოსს.
თუ გიყვარს მოძრავი სამუშაო, გაქვს საკუთარი მოპედი ან სკუტერი და გსურს სტაბილური შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვისაა.
რას გთავაზობთ?
- შემოსავალს თვეში 1700 ლარამდე — ანაზღაურება დამოკიდებულია შესრულებული დავალებების რაოდენობაზე;
- 3–4-დღიან ტრენინგს — ტექნიკური გამოცდილება აუცილებელი არ არის; სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე შეისწავლი ყველა საჭირო ტექნიკურ საკითხს.
რას გააკეთებ?
- POS ტერმინალების სავაჭრო ობიექტებზე მიტანასა და განთავსებას;
- ობიექტის წარმომადგენლებისთვის ტერმინალის ძირითადი ფუნქციების გაცნობას;
- POS ტერმინალის აქსესუარების მიტანას;
- მარტივი ტექნიკური სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: POS ტერმინალის ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდის შეცვლა და ა.შ.
ვის ვეძებთ?
- გაქვს საკუთარი, ტექნიკურად გამართული მოპედი ან სკუტერი;
- გაქვს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი.
სამუშაო ადგილი: ბათუმი შემოგვიერთდი და მიიღე სტაბილური შემოსავალი შენი მოპედის გამოყენებით!
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე ან დაგვიკავშირდი.