8093 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3Q5FZPA4 გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

ინტერიერის დიზაინერი

სპექტრუმ via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობები: - წინასაპროექტო კვლევის მომზადება; - ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება; - დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა; - დეტალური ნახაზების მომზადება; - მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა; - ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადების და ხარისხის სტანდარტის დაცვით; - დამკვეთებთან კომუნიკაცია; - ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; - კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; - პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; - გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; - პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება; - საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები: - კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული; - დროის ეფექტური მართვა; - სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - გუნდური და პასუხისმგებლიანი; - განვითარებაზე ორიენტირებული; - შრომისმოყვარე და ენერგიული; - დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; - სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; - პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ინტერიერის დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სპექტრუმ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა