7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3S1J4ZXE გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი

ობსიდია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

OBSIDIA აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვებისა და წევრების გამოცდილების სპეციალისტი

ვეძებთ გაყიდვებზე ორიენტირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც OBSIDIA-ს წევრის გამოცდილებას პირველივე კონტაქტიდან მართავს და თითოეულ კომუნიკაციას გაყიდვის შესაძლებლობად აღიქვამს. ეს არ არის მხოლოდ მიმღების პოზიცია — თანამშრომელი პასუხისმგებელი იქნება OBSIDIA-ში არსებული პროდუქტებისა და სერვისების სრულ გაყიდვით პროცესზე, წევრების მომსახურებასა და ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაზე.

ძირითადი მოვალეობები: - დაინტერესებული პირების კონსულტაცია და წევრობის პაკეტების გაყიდვა; - არსებული წევრების აბონემენტების განახლება და დამატებითი შეთავაზებების წარდგენა; - ახალი წევრების რეგისტრაციის სრული პროცესის მართვა; - პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია; - სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და გაყიდვაზე ორიენტირებული პასუხების გაცემა; - კლუბის ტურის ჩატარება და OBSIDIA-ს სერვისების სწორად წარდგენა; - OBSIDIA Bar-ის პროდუქტების გაყიდვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; - დამატებითი სერვისების — გაყიდვა; - მიმდინარე შეთავაზებებისა და სპეციალური პირობების აქტიური კომუნიკაცია; - გადახდების მიღება და შესაბამის პროგრამებში სწორად ასახვა; - მომხმარებელთა მონაცემებისა და გაყიდვების პროცესის CRM სისტემაში მართვა; - ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების შესრულება; - წევრების მოთხოვნებზე, კითხვებსა და პრობლემებზე დროული რეაგირება; - გაყიდვების ინდივიდუალური მიზნების შესრულება და შედეგების რეგულარული ანგარიშგება; - OBSIDIA-ს მომსახურების, ვიზუალური და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - გამართული , სასიამოვნო და თავდაჯერებული კომუნიკაციის უნარი; - გაყიდვის, საჭიროების აღმოჩენისა და შეთავაზების სწორად წარდგენის უნარი; - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მაღალი თვითორგანიზება; - რამდენიმე პროცესის ერთდროულად ეფექტურად მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და ადმინისტრაციულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ; - მოწესრიგებული, პროფესიონალური იერსახე და მაღალი მომსახურების კულტურა.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც: - არ ელოდება მხოლოდ მომხმარებლის შეკითხვას — თავად ხედავს გაყიდვის შესაძლებლობას; - შეუძლია პროდუქტის ან სერვისის ღირებულების სწორად წარმოჩენა და არა მხოლოდ ფასის დასახელება; - თითოეულ წევრს ინდივიდუალურად და ყურადღებით ემსახურება; - ინარჩუნებს OBSIDIA-ს სტანდარტს კომუნიკაციის ყველა ეტაპზე; - ორიენტირებულია როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე კონკრეტულ გაყიდვით შედეგებზე.

რას გთავაზობთ: - პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - მრავალფეროვანი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვის გამოცდილებას; - ტრენინგებს OBSIDIA-ს მომსახურების, გაყიდვებისა და პროდუქტების მიმართულებით; - კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს.

თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებლისთვის მაღალი დონის გამოცდილების შექმნა და ამავდროულად ძლიერი გაყიდვითი შედეგების მოტანა, გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: info@obsidia.life

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ობსიდია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა