8213 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3TX1BVQZ გამოქვეყნდა 1 სექ 3 ნახვა

ბიზნეს ცენტრის მიმღები ადმინისტრატორი

აი ჯი დეველოფმენტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია", რომლის საკუთრებაშია ქ.თბილისში მდებარე სითი მოლის ორი სავაჭრო ცენტრი და ბიზნეს ცენტრი "სითი თაუერი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ცენტრის მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: "სითი თაუერი"

სამუშო განაკვეთი: ცვლებში სამუშაო

ძირითადი მოვალეობები:

** ბიზნეს ცენტრში შემოსული სტუმრების კოორდინირება, მათთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, შესაბამის პირებთან/ბიზნეს ცენტრში განთავსებულ ორგანიზაციებთან გადამისამართება;

** ბიზნეს ცენტრში შემოსული სტუმრების ყავით/ჩაით გამასპინძლება;

** ბიზნეს ცენტრის ვიზიტორებისთვის დროებითი საშვების გაცემა შესაბამისი პროცედურის დაცვით;

** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, ვებ გვერდზე შემოსულ მესიჯებზე პასუხის გაცემა და შესაბამის პირებთან გადამისამართება/ინფორმაციის დროული მიწოდება;

** ბიზნეს ცენტრში შემოსული კორესპონდენციის მართვა, საფოსტო გზავნილების გაგზავნა/ჩაბარება. მიღებული კორესპონდენციის ადრესატისთვის დროული მიწოდება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელურობა

** შრომისმოყვარეობა

** პუნქტუალობა

** დისციპლინირებულობა

** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე:. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს და დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.

თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ თქვენი პერონალური მონაცემების წაშლა და დამუშავების შეწყვეტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აი ჯი დეველოფმენტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა