7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

3ZKFEMQY გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ადმინისტრაციული ასისტენტი

ალგანი via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

დაცვის კომპანია "ალგანი" დაარსდა 2004 წელს, ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 12, 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადება ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 1500 (net)

ფუნქცია-მოვალეობები: - გაუწიოს კოორდინაცია ოფისში შემოსულ ზარებს, გასცეს ამომწურავი პასუხი მომსახურებასა და ფასზე დაინტერესებულ პირებს; - საჭიროების შემთხვევაში აწარმოოს მოლაპარაკებები მომხმარებლებთან; - უზრუნველყოს მომხმარებლის პროგრამულად დარეგისტრირება; - ყოველთვიურად მოამზადოს სხვადასხვა ტიპის რეპორტი; - შეასრულოს სხვა ადმინისტრაციული საკითხები მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; - საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - ანალიტიკური აზროვნება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; - მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ალგანი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა