8204 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

40K65690 გამოქვეყნდა 1 სექ 4 ნახვა

პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწე

ავერსი-ფარმა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის თანაშემწის (სააფთიაქო პროექტები) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სააფთიაქო პროექტების დაგეგმვის, ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობა; ** პროექტის ფარგლებში შესაბამის კომპანიებთან, პარტნიორებთან და აფთიაქებთან კომუნიკაცია; ** აფთიაქებში ვიზიტების განხორციელება და პროექტთან დაკავშირებული საკითხების ადგილზე კოორდინაცია; ** პროექტის მიმდინარეობის, შესრულებული სამუშაოებისა და პროგრესის მონიტორინგი; ** ხელმძღვანელისთვის პროექტის სტატუსისა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება; ** საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან შეთანხმებით, პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და კორექტირებების კოორდინაცია; ** პროექტის ფარგლებში სხვადასხვა საორგანიზაციო და ადმინისტრაციული საკითხის მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით; ** პროექტების მართვის, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა -B2 დონე; ** რუსული ენის ცოდნა -A2 დონე; ** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის უნარი; ** შედეგზე ორიენტაცია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 18.09.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/bFKmjEVqzW

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ავერსი-ფარმა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა